პირველ რიგში მინდა მივესალმო ყველა ლაგოდეხელს და ჩემი სიყვარული გამოვხატო ამ ხალხის და ლაგოდეხის მიმართ.იმედი მაქვს ყველას ექნება საშუალება ნახოს ეს საოცარი ბუნება, მოინახულოს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო (ჩემთვის) ნაკრძალი, რომელშიც წითელ წიგნში შეყვანილი მცენარეები და ხეები ხარობენ დღემდე. ასევე ნახონ ლაგოდეხის ჩანჩქერები. ალპურ ზონაში 12 ტბა მათ შორის სხვათაშორის ერთ-ერთ ტბა პატარა კუნძულებისგან შედგება, რომლებიც გადმოცემით ვიცი რომ დაცურავენ თავისით. ასე რომ ეწვიეთ ლაგოდეხს და არ ინანებთ!
ლაგოდეხის რაიონშია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და სახელმწიფო სატყეო მეურნეობა, სადაც შექმნილია სამონადირეო მეურნეობები.ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი პირველია საქართველოში შექმნილ ნაკრძალთაგან, იგი 1912 წელს არის დაარსებული. თავისი ფლორითა და ფაუნით ნაკრძალი საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მკვეთრად დასერილი რელიეფი, სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით, ძლიერ განსხვავებულ ფიზიკურ – გეოგრაფიულ პირობებს ქმნის. ამით არის განპირობებული მცენარეული საფარის მრავალფეროვნებაც. ნაკრძალში საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა ორი მესამედია თავმოყრილი. დაცულია უნიკალური რცხილნარ – წიფლნარი ფოთლოვანი ტყე და აქ წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები: წიფელი, დიადი ბოყვი, რცხილა, მდინარეთა გაყოლებაზე მურყანი; ჩნდება ლაფანი, ცაცხვი, წაბლი, უფრო იშვიათად უთხოვარი; ლაგოდეხის გენციანა და ლაგოდეხის ენძელა, რომლებიც ვიწროლოკალურ ენდემებს წარმოადგენენ.
ლაგოდეხის ნაკრძალში ბინადრობს საქართველოში გავრცელებულ მტაცებელ და წყვილჩლიქოსან ცხოველთა უმეტესობა, ამათგან ზოგიერთი სახეობის არეალი ძალზე შემცირებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში (არჩვი, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი). ბინადრობს, აგრეთვე, აფთარი, წავა, დათვი, მგელი, ირემი, შველი, გარეული ღორი.
ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე. ფუნქციონირებს ფლორისა და ფაუნის მუზეუმი.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ეწყობა ტურისტული მარშუტები.
ლაგოდეხში არის სასტუმროები სადაც შეგეძლებათ დასვენება.
კახური ღვინო განთქმულია საქართველოში.
კახეთში ღვინოს ყველა ოჯახში ამზადებენ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო ტოლს არ უდებს ცნობილ საფირმო ღვინოს.ტრადიციულად, დაკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად სპეციალურ ნაგებობაში - მარანში თავსდება. დასაწურად საწნახელი გამოიყენება; მიღებული წვენი მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩაედინება - იქ ღვინდება და ინახება.
ბაისუბნის ღვინის ქარხანამ კახური ღვინო სარეალიზაციოდ აშშ-ს ბაზარზე გაიტანა.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბანში მდებარე ღვინის ქარხანამ, საწარმოში ჩამოსხმული ღვინო, 100 ათასი ბოთლის ოდენობით, სარეალიზაციოდ აშშ-ში, კერძოდ კი ნიუ იორკში გაიტანა, – აცნობეს „მედიანიუსს“ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან.ბაისუბნის ღვინის ქარხანა ჯერ-ჯერობით ერთადერთია ღვინის კომპანიებს შორის, რომელმაც კახური ღვინის გატანა აშშ-ს ბაზარზე მოახერხა.
გუბერნატორის ინფორმაციით, კახური ღვინო აშშ-ში წარმატებით იყიდება.
კახეთზე პირველი რაც ადამიანს ახსენდება ღვინოა, თუმცა ამის გარდა არის კიდევ ერთი რამ, რაც კახელებს სასწაულად კარგად გამოსდით. ეს არის იუმორი:)
თუ გაინტერესებს ესტუმრეთ კახეთს.
No comments:
Post a Comment